ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ავიაკომპანია Wizz Air-მა, პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში 181 მგზავრს მოემსახურა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით მგზავრებს, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air ქუთაისი–დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.