LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქუჩის მრბოლელისთვის ჩამორთმეული Dodge Challenger პოლიციის სამსახურში დაასაქმეს

33
dodge

ტეხასის პოლიციის სამსახურში ახალი ავტომობილი Dodge Challenger SRT Hellcat Redye გამოჩნდა, მოდელი რომლის ძრავაც 1080 ცხენის ძალამდეა ფორსირებული. წარსულში ეს მანქანა ქუჩის მრბოლელს ეკუთვნოდა, თუმცა უკანონო რბოლებში მონაწილეობის გამო პოლიციის ხელში აღმოჩნდა. გასული წლის აპრილში Challenger-ის ექს-მფლობელმა პატრულისგან გაქცევა საათში 258 კმ-ით სცადა, თუმცა ის დააპატიმრეს. ძალიან ირონიულია ის ფაქტი, რომ ამიერიდან სპორტქარს დამნაშავეების დასაჭერად გამოიყენებენ.

ახალი საპატრულო მანქანა 2020 წელსაა გამოშვებული. ქარხნული 6,2 ლიტრის V8 ძრავა, 707-დან 1080 ცხენის ძალამდეა ფორსირებული. პოლიციას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ავტომობილზე ციმციმები და ამომცნობი ნიშნები დაემატებინა.

აშშ-ში საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ დამნაშავეებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები პოლიციის ბალანსს დაემატოს – სამართალდამცავი ორგანოების ავტოპარკი მუდმივად ივსება მძლავრი სპორტქარებით და გადასახადების გადამხდელთა ფულიც იზოგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები