ვარსკვლავების ქორწინებები ყოველთვის სამუდამოდ არ გრძელდება, თუმცა გლამურულ საქორწინო ცერემონიალებზე ჩაცმული კაბები ისტორიას მუდამ რჩება. შესაძლოა ახლა წყვილი ერთად სულაც აღარ არის, თუმცა ფაქტია, შოუბიზნესის ყვითელ ფურცლებზე საკურთხეველთან, სამუდამო ფიცის წარმოთქმის დროს მოხდენილი კაბები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს.
წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე საკულტო საქორწინო კაბების ტოპ-10-ს:
როდესაც როკ-ენ-როლის მეფეზე თხოვდები, კაბაც შესაბამისი უნდა იყოს, პრისცილა პრესლიმ, ელვის პრესლისთან ქორწილის დღეს პომპეზური, თეთრი კაბა მოიხდინა, რომელსაც უზარმაზარი ფატა ამშვენებდა.
მათი სიყვარულის შესახებ დღემდე ლეგენდები დადის, თუმცა ლეგენდარულს ნამდვილად ვერ ვიტყვით იოკო ონოს კაბაზე. გიბრალტარის კუნძულზე, ჯონ ლენონთან საქორწინო ფიცის დადების დროს იოკოს თეთრი მინი კაბა და წინდები ეცვა, მის „ლუქს“ დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
1993 წელს, თავის პირველ ქორწილში მერაია ქერის „ვერა ვონგის“ თეთრი ატლასის კაბა ამშვენებდა, ხელში კი უზარმაზარი თაიგული ეჭირა.
დიახ, სელენ დიონის ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდა. მან თავის მენეჯერთან, რენე ანჯელისთან ქორწილში წელში გამოყვანილი, კრისტალებით გაფორმებული კაბა მოირგო, ფატის სიგრძე კი 6 მეტრს აღემატებოდა.
ჯეი ლომ საქორწინო კაბა ჯერჯერობით სულ სამჯერ მოირგო, მათგან ყველაზე გამორჩეული კი კრის ჯადთან ქორწინების დროს ეცვა. „ვალენტინოს“ თეთრი, მაქმანებიანი კაბა ჯერჯერობით ჯეი ლოს საქორწინო კაბებს შორის ფავორიტია, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი წინაა.
მართალია, გვენ სტეფანიმ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ წარმოთქვა საქორწინო ფიცი, თუმცა, 2002 წელს მისი კაბა დღემდე საკულტოდ რჩება. გევის როსდეილთან ქორწილის დროს მას ჯონ გალიანოს ხელით ნამუშევარი ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა „დიორისთვის“ შექმნა.
90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელს, კეიტ მოსს როკერ, ჯეიმი ჰინსთან ქორწილის დროს „დიორის“ მაქმანებიანი კაბა ამშვენებდა, რომელიც მისმა მეგობარმა, ჯონ გალიანოს პერსონალურად მისთვის შექმნა.
მსახიობის, პორტია დე როსის კაბა ისეთივე არატრადიციული ფერის იყო, როგორც მისი ქორწინება. მან ელენ დეჯენერესთან საქორწინო ფიცის წარმოთქმისას Zac Posen-ის ვარდისფერი, ზღაპრული კაბა მოირგო. თავად ელენს კი კრემისფერი შარვალი და თეთრი პერანგი ამშვენებდა.
ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქორწინებამ, 6 წელს გასტანა. მსახიობს „არმანის“ თეთრი, ნაქარგებიანი კაბა ეცვა, რომელსაც გრანდიოზული ფატა ამშვენებდა.
1971 წელს, ლეგენდარულმა Rolling Stones-ის სოლისტმა, მიკ ჯაგერმა ბიანკა ჯაგერზე იქორწინა. მათ ჯვარი რომის ეკლესიაში დაიწერეს. ბიანკას არც პომპეზური კაბა ეცვა და არც 6 მეტრიანი ფატა ამშვენებდა. როკ-ვარსკვლავის გოგომ არჩევანი გრძელ ქვედაბოლოსა და პიჯაკზე შეაჩერა, რომელიც შიშველ სხეულზე ეცვა, „ლუქს“ კი ვუალიანი დიდი ზომის ქუდი ამშვენებდა.