ტანმოვარჯიშე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული მონაწილე და ტელეწამყვანი ქეთევან ხატიაშვილი რომანტიკული არდადეგების ფოტოებს აქვეყნებს. მან თავის მეორე ნახევართან, პარლამენტარ და მორაგბე დავით კაჭარავასთან ერთად დაისვენა.
სპორტსმენი წყვილი ნამდვილად შესაშურ ფორმაშია და ეს კარგად ჩანს აუზთან გადაღებულ ფოტოზე, სადაც ქეთი და დავითი მშვენივრად გამოიყურებიან.
ქეთევანმა „ინსტაგრამის“ გამომწერებისთვის კიდევ გამოაქვეყნა ფოტოსესია, სადაც ამჯერად ცხენზეა ამხედრებული და აღნიშნა:
„სტრესისგან და გადაღლილობისგან კარგი განტვირთვა გამოგვივიდა.
ვიარე ბალახზე ფეხშიშველმა და ვიგრძენი გაზაფხული.
ვისეირნე ცხენით და როგორი დამამშვიდებელია.
ვითამაშეთ ფეხბურთი ორი ორზე. მე და ნიკოლოზმა მოვიგეთ.
ცოტაც გავირუჯე…
მოკლედ, 3-დღიანი აქტიური დასვენება გამოგვივიდა და დავუბრუნდით სამსახურებს…“
ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას რომანტიკული ცეკვა აუზთან – წყვილი უქმეებს კახეთში ატარებს