2022 წლის ბოლოს აუქციონის სახლი Silverstone ჩაატარებს ვაჭრობას, სადაც უნიკალური Ford Escort RS turbo გაიყიდება. ამერიკულმა ბრენდმა ბრიტანეთის ბაზარზე 5 ათასამდე მსგავსი მოდელი გამოუშვა, თუმცა წარმოდგენილი ეგზემპლარი სამეფო ოჯახის სპეც-შეკვეთით, პრინცესა დიანასთვის იყო დამზადებული. სხვა მოდელებისგან ლოტი რამდენიმე კონსტრუქციული მახასიათებლით განსხვავდება.
ვიზუალურად პრინცესას Ford Escort სხვა ვერსიებისგან მხოლოდ ძარის შავი ფერითაა გამორჩეული. სხვა დანარჩენი მოდელები მხოლოდ თეთრ ფერში იყო შესრულებული. სავარაუდოდ, შავი ფერი დიანას მანქანის სამოქალაქო ავტომობილად შენიღბვას ემსახურებოდა.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, თითქმის ყველა დეტალი მგზავრთა უსაფრთხოებას შეეხება. პრინცესას მგზავრობისას მუდამ თან ახლდა დაცვა, ამიტომ ავტომობილი რადიოკავშირით და მგზავრის მხარეს განთავსებული უკანა ხედვის სარკითაა აღჭურვილი. კაპოტის ქვეშ 1,6 ლიტრის ტურბო ძრავაა განთავსებული და აგრეგატის სიმძლავრე 130 ცხენის ძალას შეადგენს. აგრეგატი მექანიკური გადაცემა კოლოფითაა აღჭურვილი.
ლოტი სამეფო ოჯახის მფლობელობაში 3 წლის განმავლობაში იყო, შემდეგ კი მან რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა.