LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პრინცესა ბეატრისს საკათარ ქორწილში ბებიის ძველი კაბა ეცვა

263
prncsbrtrsnews

ცნობილი გახდა, რომ 17 ივლისს 31 წლის პრინცესა ბეატრისმა და მისმა 37 წლის რჩეულმა, ედოარდო მაპელი-მოციმ საიდუმლოდ იქორწინებს. ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე ქორწილის ცერემონიალის ამსახველი რამდენიმე ფოტო გამოჩნდა. პრინცესა ბეატრისმა ქორწილისთვის ვინტაჟური კაბა შეარჩია, რომელიც მას ბებიამ აჩუქა. სწორედ ეს კაბა ეცვა დედოფალ ელისაბეტს 1962 წელს კინოპრემიერაზე. რაც ეხება გვირგვინს, შვილიშვილს დედოფალმა სწორედ ის გვირგვინი უსახსოვრა, რომლიც თავად ეკეთა ქორწილის დღეს.

ახალ ფოტოებზე ჩანს, რომ საქორწილო ცერემონიალს ესწრებოდნენ დედოფალი ელისაბეტი და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი. სწორედ ისინი ჩანან ახალდაქორწინებულებთან ერთად ოფიციალურ ფოტოზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები