პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი-მოცი ათენში, ბიზნესმენ ნინა ფლორის ქალიშვილისა და ბერძენი პრინცის, ფილიპოსის ქორწილში იმყოფებოდნენ. პრინცესა ბეატრისის გამოჩენა ქორწილზე განსაკუთრებული იყო ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, რომ სამეფო ოჯახიდან ის საპატიო ელჩი გახდა ამ ქორწილში. მეორეც, ბეატრისი პირველად გამოჩნდა შვილის დაბადების შემდეგ. ის დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა დედა, თუმცა ფორმაში ჩადგომა მაინც მოასწრო.
ბეატრისი ბრწყინავდა „გუჩის“ სადღესასწაულო კაბაში. ეს გახლდათ 2018 წლის საშემოდგომო კოლექცია – კაბა ატლასის ზედატანით, ვერცხლისფერი ორნამენტებითა და შავი კლასიკური ქვედაბოლოთი.