LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ქალიშვილის დაბადებიდან 12 კვირაში პირველად გამოჩნდნენ – წყვილი პაემანზე გადაიღეს

535
chopra

ახალბედა მშობლები, პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. წყვილი პაპარაცებმა მალიბუში მაშინ გადაიღეს, როცა ჯონასი და ჩოპრა რესტორნისკენ სავახშმოდ ხელჩაკიდებულები მიემართებოდნენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალიშვილის დაბადების შემდეგ მსახიობსა და მუსიკოსს ვხედავთ საჯარო სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ ჯონასსა და ჩოპრას ქალიშვილი ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა. რომანტიკულ ვახშამზე ჩოპრა თეთრ ზედასა და ღია ჯინსებში იყო გამოწყობილი. ღია ფერის სამოსი ეცვა ნიკ ჯონასსაც.

„კიდევ ერთი ვარსკვლავი გაუფრთხილდა ფიგურას“ – პრიანკა ჩოპრას და ნიკ ჯონასს ქალიშვილი სუროგატი დედის საშუალებით შეეძინათ

როგორ ემზადებოდნენ პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი შვილის დაბადებისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები