LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Polester-ის ახალი „შოურუმი“ მთლიანად თოვლისგანაა დამზადებული

177
polestar

შვედურმა კომპანია Polester-მა ლაპლანდიის დედაქალაქში „შოურუმი“ გახსნა. შენობა მთლიანად თოვლისგანაა დამზადებული, თოვლისგან რომელიც მეზობელი სამთო კურორტიდან ჩამოიტანეს. „შოურუმის“ ფორმა Polester-ის ოფისს ჰგავს და ფინური ქალაქის არქიტექტურასაც იდეალურად ერწყმის.

დღეისთვის Polester-ს მთელს მსოფლიოში 160-მდე სავაჭრო წერტილი აქვს და ლაპლანდიაში კიდევ ერთი დაემატა. დაწესებულება თებერვლის ბოლომდე იფუნქციონირებს და მისი ავტორები პირობას დებენ, რომ ამის შემდეგ თოვლს იქ დააბრუნებენ საიდანაც ჩამოიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები