კომპანია Polestar-მა უჩვეულო ფერებში შესრულებული საფირმო კალათბურთის ბურთი გამოუშვა.
სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველა შემდგარი ავტომწარმოებელი მანქანების გარდა, აწარმოებს აქსესუარებსაც და ასევე საფირმო მერჩებს ბრენდის თაყვანისმცემელთათვის. გამონაკლისი არ აღმოჩნდა არც ელექტრომობილების მწარმოებელი Polestar, რომელმაც საშობაოდ უჩვეულო სიახლე დააანონსა. კომპანიამ ყველასთვის მოულოდნელად საფირმო საკალათბურთო ბურთების გაყიდვა დაიწყო. ამასთან, ბურთი საკმაოდ უჩვეულო ფერთა გამითაა გამორჩეული.
შვედური ბრენდის ახალი პროდუქტი ვეგანური ხელოვნური ტყავითაა შექმნილი და მისი ფასი 90 ევრო იქნება. უჩვეულო აქსესუარი უკვე გამოჩნდა Polestar-ის ოფიციალურ საიტზე და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.