შვედურმა კომპანია Polestar-მა წარადგინა ელექტრონული კატერი, რომელმაც წყალქვეშა ფრთები მიიღო. 2022 წლის ზაფხულში საავტომობილო ბრენდი ელექტრონული კატერების მწარმოებელს Candela-ს დაუმეგობრდა და საინტერესო თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო.
დაანონსებული პარტნიორობის ფარგლებში შვედური ავტომწარმოებელი კატერების ფირმისთვის აკუმულატორების მიმწოდებელი გახდა. პირველი საერთო პროექტიც მალევე გამოჩნდა – 2023 წლის შემოდგომისთვის ელექტრონულ ნავს Candela C-8 Polestar-ს ვიხილავთ.
ახალი კატერი ზღვის ინდუსტრიაში სკანდინავიურ დიდებულებას შეიტანს. ამის მიღწევა კი მწარმოებლებმა ხომალდის განსაკუთრებული დიზაინით შეძლეს.
Candela C-8 Polestar-ის ღირებულება 400 ათასი ევროა და მასზე წინასწარი შეკვეთების მიღებაც უკვე დაწყებულია. პირველი მყიდველები ნავს 2024 წლის ივნისიდან მიიღებენ.