LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიკ სუეიზის ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს“- ჯენიფერ გრეი „ბინძური ცეკვების“ რიმეიქის შესახებ

522
safe-image

მიმდინარე წლის ზაფხულში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საკულტო ფილმის, „ბინძური ცეკვების“ გაგრძელებას იღებენ. ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დადასტურდა. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა, რომ ფილმში კვლავ ჯენიფერ გრეი მიიღებს მონაწილოებას.

60 წლის ჯენიფერ გრეიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედვად იმისა, რომ მას პარტნიორობას პატრიკ სუეიზი ვეღარ გაუწევს, ის კვლავ მზადაა საკულტო ფილმის რიმეიქში მიიღოს მონაწილეობა. მსახიობმა განაცხადა, რომ ახალ ფილმში რეჟისორი პატრიკ სუეიზის „გაცოცხლებას“ არ ეცდება, ეს იქნება პირველისგან დამოუკიდებელი ფილმი.

„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ გარდაცვლილი სუეიზის ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს“ – ამბობს ჯენფერი.

შეგახსენებთ, ფილმი 33 წლის წინ, 1987 წელს გამოვიდა, 2004 წელს კი ფილმის რიმეიქი გამოვიდა, სადაც მთავარი როლები დიეგო ლუნამ, და რომოლა გარაიმ შეასრულეს. რაც შეეხება პატრიკ სუეიზს, ის 2009 წელს, 57 წლის ასაკში გარდაცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები