53 წლის პამელა ანდერსონმა „ინსტარგამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის აეროპორტში პოზირებს და ფანტასტიკურად გამოიყურება. ანდერსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა რეკომენდაციას ზედმიწვენით იცავს და ეს მის სამოსზეც აისახება. მოდელი და მსახიობი ჰაერგაუმტარ კომბინეზონსა და სპეც-ნიღაბში გამოჩნდა.
მოდელმა სპეციალურ კომბინეზონს გემოვნებით შეუხამა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რათა მისი სტილი ერთნაირად სპორტული და კლასიკური ყოფილიყო.