ორსული ადრიანა ლიმა „კანის კინოფესტივალის“ გახსნაზე გამოჩნდა. ამჯერად „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც მუცელზე ჭრილი ჰქონდა. მის „ლუქს“ ამავე ფერის, ღია ფეხსაცმელი ასრულებდა. მას გვერდიდან არ შორდებოდა საქმრო, ანდრე ლამარი, რომელიც საყვარელ ქალს მუცელზე ნაზად ეხებოდა და ასე პოზირებდა პაპარაცების ობიექტივში.
ცნობისთვის, ლიმა მალე მესამე ბავშვის დედა გახდება, მას წინა ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, ანდრე ლამარისგან კი ბიჭს ელოდება.
ფოტო: ორსულობამ ადრიანა ლიმა რადიკალურად შეცვალა – წყვილი „პარიზის მოდის კვირეულზე“ გამოჩნდა