უნიკალური Bugatti Type 57C-ისთვის 3,5 მილიონი დოლარის აღებას ვარაუდობენ. ვინტაჟური როდსტერი ღია ძარით, რომელიც 1938 წელსაა აწყობილი, სულ 2 ეგზემპლარშია გამოშვებული. მთელი ისტორიის განმავლობაში რარიტეტულმა სპორტქარმა, რომელსაც არ-დეკოს სტილში შესრულებული დიზაინი აქვს, არაერთი მეპატრონე გამოიცვალა. ბოლო მფლობელმა ავტომობილს სრული რესტავრაცია გაუკეთა და პრაქტიკულად თავდაპირველი ვიზუალი დაუბრუნა.
ვაჭრობა აპრილის ბოლოსთვისაა ჩანიშნული და აუქციონის სახლი 2-დან 3,5 მილიონამდე დოლარის მიღებას ვარაუდობს.