ოდესმე გაგიღვიძია ისე, რომ ზღვას ტყიდან გადაჰყურებდე? – ბათუმიდან 15 წუთის სავალზე, შავი ზღვის სანაპიროზე, მთებით შემორტყმულ კვარიათში მდებარე ხის 3 სფეროსებრი კოტეჯი Glamping Martini Kvariati გელოდებათ.
როგორც Glamping Martini Kvariati-ში აცხადებენ, “მართინის” 3 სფერო შემალულია კვარიათის ტყით დაფარულ, ციტრუსის ბაღითა და უნიკალური ხეებით შეფენილ მთის ფერდობზე. სფეროს პანორამული ფანჯრებიდან და აივნებიდან ზღვისა და ტყის ულამაზესი ხედები მოჩანს. კვარიათის ჰაერი, ზღვის ბრიზი და ტყის ჟანგბადი, იდეალური თერაპია და დაუვიწყარი განტვირთვაა.
„სფეროებში დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. გლემფინგის ეკო სფერო – ნატურალური ხისგან დამზადებული, 28 კვ.მ საცხოვრებელი კოტეჯია“, – აცხადებენ Glamping Martini Kvariati-ში.