LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნომრებამდე მისასვლელად, ზიპლაინით დაშვებაა საჭირო – ნახეთ, როგორია მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

236
269842716-646754906343768-6910191799093664891-n

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სასტუმრო პერუში მდებარეობს. ის არც მეტი, არც ნაკლები – 400 მეტრის სიმაღლეზე, კლდეზეა გადმოკიდებული და ცნობილ მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს მდებარეობს.

სასტუმროს ნომრებამდე მისასვლელად, რომლებიც კაფსულებს მოგვაგონებს,ზიპლაინით დაშვებაა საჭირო. განთავსების ობიექტს Natura Vive Skylodge ჰქვია და ის საკუთარ დამსვენებლებს წარმოუდგენელ ხედებს სთავაზობს. სასტუმროს ირგვლივ უამრავი რამაა სანახავი – თითოეულ ვიზიტორს წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელის.

როგორც Natura Vive Skylodge-ის დამსვენებლები ამბობენ, აქ დასვენებას თავგადასავლების გარდა, კიდევ ერთი პლუსი აქვს – სასტუმროს ნორმიდან ვარსკვლავები და მთვარე წარმოუდგენლად ახლოს ჩანს, რაც კოსმოსის მსგავს დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

ცალკე ხაზგასასმელია სასტუმროს სასადილოც, რომელიც პერუს გასტრონომიულ მიღწევებს სთავაზობს საკუთარ სტუმრებს. სასადილოს კაფსულები ღია ტიპისაა და კვების პარალელურად, პერუს უმშვემიერესი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები