ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გარდერობის განახლების დიდი მოყვარულია. მას მოდური სამოსის მორგება არ უჭირს და ძალიან უყვარს სხვადასხვა სიახლის ჩვენება.
ამჯერად მან ერთ-ერთ თბილისურ ბუტიკს გაუწია რეკლამა და მათ მიერ ჩამოტანილი სამოსი მოირგო. მათ შორისაა წითელი, ყვითელი და შავი დუტის ქურთუკები, შავ-თეთრი კაბა და სპორტულები.
აღსანიშნავია, რომ ნინო ნადირაძეს ყველა იმიჯი საინტერესოდ აქვს მორგებული.
შავ-თეთრი კაბა ღილებით, რომელიც ნინო ნადირაძეს აცვია, ასევე ნინო ჩხეიძის ერთ-ერთ ფოტოზეც აღმოვაჩინეთ. ნინოს ასევე ძალიან უყვარს მოდურად და ლამაზად ჩაცმა.