„რუსთავი 2“-ის საახალწლო ეთერში, 1-ელ იანვარს, წარმოუდგენელ დუეტებს შემოგვთავაზებენ.
ერთ-ერთი ასეთი დუეტი ნინო ჩხეიძისა და „ბოშათა ბანაკისგან“ გველოდება.
ნინო შემოგვთავაზებს ცნობილ ბოშურ სიმღერას „ჰოპ, ჰოპ, ჰოპ“ და საოცრად ფერად დადგმას.
მომღერალმა ახლახან გაავრცელა ფოტოები საახალწლო გადაღებიდან, სადაც მოკლე წითელ ტოპზე ულამაზესი კაშკაშა წითელი ქვედაბოლო აქვს მორგებული.