ბოსტონში „ნეტფლიქსის“ კომედიური ჟანრის ფილმის, „მაღლა არ აიხედო“ გადაღებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ფილმში საოცარი ვარსკვლავური ნაკრებია წარმოდგენილი. ფილმში ისეთი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი, მეთიუ პერი, პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე, ტიმოთი შალამე, ლეონარდი დიკაპრიო და ჯენიფერ ლურენსოი არიან.
პაპარაცების ობიექტივში შესანიშნავი ტრიო ბევრჯერ ხვდება, საუბარია მთავარი როლის შემსრულებლებზე, ლეონარდო დიკაპრიოზე, ჯენიფერ ლოურენსა და ტიმოთი შალამეზე. ისინი საქმის ერთგულები არიან და სუსხიანი, თოვლიანი ამინდის მიუხედავად გადაღებებზე იმყოფებიან.
ამჯერად პაპარაცებმა ლეონარდო მაშინ გადაიღეს, როდესაც მას ხელში ვარდების თაიგული ეჭირა. ასევე გავრცელდა ჯენიფერისა და ტიმოთის ვნებიანი კოცნის სცენა.