ნიუ–ჯერსის შტატში გასაყიდად ძველი Range Rover–ების სასაფლაო გამოიტანეს. კოლექცია 16 მოდელს მოიცავს და მათი უმრავლესობის ექსპლუატაცია უკვე აღარ შეიძლება. მანქანები ჟანგისა და მიწის ფენითაა დაფარული, ფაქტობრივად ჯართადაა ქცეული.
გამყიდველი მზადაა, რომ თავის კოლექციას 73 ათას დოლარად გამოემშვიდობოს, მომავალ მფლობელს კი მოუწევს რომ კოლექცია კერძო ტერიტორიიდან როგორღაც გაიტანოს.
EBay–ზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ყველგანმავალები ცალ–ცალკე არ იყიდება და მსურველს მთელი კოლექციის შეძენა მოუწევს. გამოცემა Carscoops–ს აზუსტებს, რომ სასაფლაოზე არის სულ მცირე ერთი Range Rover, მარკირებით County LWB, რომელიც 4,2 ლიტრის Rover V8 ძრავითაა აღჭურვილი. მოდელების მდგომარეობა საშუალოზე ცუდია, ამიტომ მათი მომავალი სავარაუდოდ ნაწილებად დაშლას უკავშირდება.