LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, ამერიკის ყველაზე მდიდარი ბავშვის ავტოპარკი

82
autopark

აშშ-ში მცხოვრები 15 წლის დონალდ დოგერი, რომელსაც სოც-ქსელებში DonLad-ის სახელით იცნობენ, თავისი კონტენტით მილიონებს შოულობს. ბიჭუნას ერთი სარეკლამო პოსტი 25 ათასი დოლარი ღირს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან ექსკლუზიური ავტომობილის კოლექცია მოაგროვა.

ბიჭი თავის თავს „ამერიკის ყველაზე მდიდარ ბავშვს“ უწოდებს და კოლექციას გამომწერებს ძალიან ხშირად აჩვენებს. დონალდის რჩეულ ავტომობილთა შორის მოხვდნენ – სუპერქარები Ferrari და McLaren 570S, მდიდრული Rolls-Royce Cullinan, ასევე როდსტერი Pegani Huayra და ჰიპერქარი Bugatti Chiron. ყველა ამ მანქანის საერთო ღირებულება 12 მილიონი დოლარია.

ამასთან, მოზარდს მართვის მოწმობა ჯერ-ჯერობით არ აქვს, ამიტომ საერთო მოხმარების გზებზე გასვლას ვერ ახერხებს და მხოლოდ საკუთარ ეზოში მოძრაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები