3 შვილის დედა თამარ კონჩოშვილი თუშეთის სოფელ დართლოში კაფე „პირიმზეს“ ფლობს. კაფე მთებითაა გარშემორტყმული და დართლოს ულამაზეს ადგილებს გადაჰყურებს.
თამარი თუშეთის შთამბეჭდავ ბუნებაში უკვე ორ წელზე მეტია, რაც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. დაუღალავი შრომით და USAID-ის მხარდაჭერით, თამარის კაფე ცნობილია როგორც უგემრიელესი კერძების და შეუდარებელი გარემოს მქონე ადგილი.
„პირიმზეს“ ზაფხულის სეზონზე უამრავი სტუმარი ჰყავს და კაფედან გადაშლილი საოცარი ხედი დართლოზე, თითოეულ ვიზიტორს კვლავ დაბრუნების სურვილს უმძაფრებს!
აღსანიშნავია, რომ „პირიმზეს“ მფლობელმა მონაწილეობა მიიღო USAID/ზრდას მიერ ჩატარებულ მეწარმეობის ტრენინგში და ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები შეიძინა. მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ თამარ კონჩოშვილს მეტი სტუმარის მოზიდვის და გაყიდვების გაორმაგების საშუალება მისცა.