გასულ კვირას ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი პრემიერა შედგა. საზოგადოებამ განახლებული BMW M5 და Mercedes-AMG E 63 –უსწრაფესი ბიზნეს–სედანები იხილა.
ავტოჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ათწლეულის სხვა გამორჩეული მოდელებიც გაეხსენებინათ, ავტომობილები რომლებსაც განსაკუთრებული დინამიკა და უჩვეულოდ მაღალი სიჩქარე აქვთ.
კოლაჟში მოხვდა ყველაზე სწრაფი სპრინტერები, რომლებსაც პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 4 წამზე ნაკლები დრო სჭირდებათ. რაც შეეხება ელექტრომობილებსა და ჰიპერქარებს, მათთვის სავარაუდოდ, ცალკე რეპორტაჟი მომზადდება.