LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მონიკა ბელუჩის, ჰაიდი კლუმისა და კრისტიან ბეილის ქალიშვილები „დოლჩე და გაბანას“ საღამოზე ბრწყინავენ

1375
page

„დოლჩე და გაბანას“ საღამომ არამარტო ვარსკვლავები, არამედ მათი შვილებიც გააერთიანა. ჩვენებაზე არაერთი დამწყები მოდელი გამოვიდა. მათ შორის მონკა ბელუჩის ქალიშვილი დევა, ჰაიდი კლუმის ქალიშვილი ლენი და კრისტიან ბეილის ქალიშვილი ემელინი.

აღსანიშნავია, რომ დევა კასელს დამწყებ მოდელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან 17 წლის გოგონა უკვე კარგა ხანია „დოლჩე და გაბანას“ ბრენდთან თანამშრომლობს.

მონიკა და დევა შავ ტანისამოსში პოზირებდნენ, მოგვიანებით დევამ პოდიუმზე გამოსასვლელად ჭრელი კაბა მოირგო.

მონიკა ბელუჩი და დევა კასელი „ვოგის“ გარეკანზე – ვარსკვლავური დედა-შვილის საოცარი ფოტოსესია და მონიკას ემოციური სიტყვები

ვარსკვლავურმა დედა-შვილმა, ჰაიდიმ და ლენიმ გლამურული საღამოსთვის ბრენდის 2021 წლის Ready-To-Wear კოლექციის სამოსი მოირგო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @lightcontent_

საოცრად შთამბეჭდავი იყო ემელინ ბეილის „ლუქი“, მას ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც ჭრელი პეპლებითა და ყვავილებით იყო მორთული.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Dolce&Gabbana (@dolcegabbana)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები