LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მისტერ დარსი“ შეყვარებულია – 61 წლის კოლინ ფერტი ცნობილ სცენარისტს ხვდება

247
page

მსახიობი კოლინ ფერტი ისევ შეყვარებულია. ის ცნობილ სცენარისტს, მეგი კონს ხვდება. ცნობილია, რომ წყვილმა ერთმანეთი მინი-სერიალის „კიბე“ გადაღებების დროს გაიცნო. გამოცემა „დეილი მეილი“ დღეს წყვილის ერთობლივ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც სეირნობის დროსაა გადაღებული. სტატიას ერთვის მეგობრების ინტერვიუ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კოლინი და მეგი ერთად ბედნიერები არიან.

სცენარისტი მეგი კონი მუშაობდა ისეთ სერიალებზე, როგორიცაა „ამერიკულ დანაშაულებათა ისტორია“ და „ნარკო-მექსიკა“ , ის ამერიკის პროდიუსერთა გილდიის საპატიო ჯილდოს მფლობელია. თავად კოლინი ამჯერად ყოფილი მეუღლის, ლივია ჯუჯოლისის მახლობლად ცხოვრობს, რომელსაც ის 2019 წელს, 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

ფოტო: შევერცხლილი კოლინ ფერტი ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები