38 წლის მოდელი, მირანდა კერი დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე პრესტიჟულ რესტორანში, წვეულებაზე იმყოფებოდა. გლამურული საღამოსთვის ლამაზმანმა „ბალმეინის“ საოცრად ორიგინალური კაბა მოირგო.
მაქმანებითა და ქვებით მორთული მინი კაბა-ორეული ოქროსფერი იყო, მას კერიმ წითელი პომადა და ღია ფეხსაცმელი შეუხამა. მირანდას „ლუქმა“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საოცარი კაბაა“, „იდეალური ახალი წლის ღამისთვის“ „წლის კაბა“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო/ვიდეო: მირანდა კერის მალიბუს საოცარი სახლი – სტუმრად ვარსკვლავთან