LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მილიონობით Fiat Chrysler ერთ ფოტოში გააერთიანეს

75
15-million-news

2019 წლის ნოემბერში იტალიურ-ამერიკულმა კონცერნმა პირველი მინივენის გამოსვლიდან 35 წელი აღნიშნა. საიუბიულეო თვეში ბრენდმა რეკორდის დამყარებაც მოახერხა და გაყიდვების მაჩვენებელი 15 მილიონამდე აწია, რაც ნებისმიერ სხვა ავტომწარმოებელთან შედარებით 35-ჯერ უფრო მეტია. სასიამოვნო სიახლის აღსანიშნავად სხვადასხვა წლებში გამოსული მოდელების ფოტოები ერთ კოლაჟში გააერთიანეს და საინტერესო კადრი მიიღეს.

კონცერნის ყველაზე პირელი მინივენი Plymouth Voyager იყო. მოდელი კონვეიერიდან 1983 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა, თუმცა მის სამოდელო წლად 1984 წელია მითითებული. 1990 წელს დღის სინათლე Luxury-ს სეგმენტის პირველმა მინივენმა იხილა, 1992 წელს კი შეიქმნა პირველი მინივენი, რომელსაც საბავშვო სავარძელი მოყვებოდა.

კონცერნი დღემდე ძალიან აქტიურად მუშაობს და მინივენთა სეგმენტში მსოფლიო ლიდერად რჩება. უფრო ზუსტად კი ბაზრის 54% სწროედ მას აქვს ათვისებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები