LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მიხაელ შუმახერის Ferrari ახალ მფლობელს ეძებს

184
shumaxe-ferrarr

ბრიტანული აუქციონის სახლი Tom Hartley Jnr, მზადაა უნიკალურ Ferrari Enzo–ს გამოემშვიდობოს. ეს სწორედ ის მოდელია, რომელსაც 2002 წელს მიხაელ შუმახერი Ferrari Racing Days–ზე მართავდა. სუპერქარი იდეალურ მდგომარეობაშია, 18 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 6458 კმ. გაიარა. ლოტის ისტორია და ყველა ფაქტი დოკუმენტალურად დასტურდება.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი Enzo–ს 2002 წელს მართავდა, თუმცა 2004 წლამდე ავტომობილი Ferrari–ს საკუთრება იყო. პირველმა კერძო მფლობელმა სუპერქარი სწორედ 2004 წელს შეიძინა და მოდელს პირად კოლექციაში ინახავდა.

Ferrari Enzo საფირმო წითელ ფერშია შესრულებული, თუმცა განსხვავებით სხვა 399 ცალი სუპერქარისგან, მისი ინტერიერიც წითელ ფერში გადაწყდა და ძვირფასი ქვებიც დაემატა.

მოდელი 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავითაა აღჭურვილი და 660 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ლეგენდარული Ferrari–ს ფასი ჯერ–ჯერობით საიდუმლოა, თუმცა თუკი მის ისტორიას, მცირე გარბენს და იდეალურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ღირებულება 2,5 მილიონიან ნიშნულს თავისუფლად გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები