მესხეთში, კერძოდ ასპინძაში, სასტუმრო გაიხსნა, სადაც საქართველოში ერთადერთი ლუდის სპა დაგხვდებათ. როგორც სასტუმროს დამფუძნებლები ამბობენ, განთავსების ობიექტი, სახელწოდებით – „მელუდის სახლი” ლუდის, კომფორტული და მშვიდი გარემოს მოყვარულთათვის სპეციალურად გაკეთდა.
„ჩვენი სასტუმროს სტუმრებს შეგვიძლია შევთავაზოთ: ლუდის სპა-მოდუნება, დასვენება, საკუთარი ხელით ლუდის მოხარშვა, უგემრიელესი კერძები, მათ შორის ჩვენი საფირმო-მესხურ ფურნეში კეცზე გამომცხვარი ხორცი და რაც მთავარია, ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ განტვირთვას, დასვენებას და დაუვიწყარ დღეებს. გელით ადგილას, სადაც იხარშება ქვევრის ლუდი და სადაც არის საქართველოში ერთადერთი ლუდის სპა!“, – აცხადებენ ასპინძაში მდებარე სასტუმროს დამფუძნებლები.
აღსანიშნავია, რომ „მელუდის სახლმა“ ფუნქციონირება 1 სექტემბრიდან დაიწყო.