კომპანია Mercedes-Benz–მა ელექტრონული G-Class–ის პროტოტიპი წარადგინა. მოდელს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ, მანამდე კი მხოლოდ რამდენიმე ფოტო და ტექნიკური დეტალი ვრცელდება. დადგება თუ არა ახალი მოდელი კონვეიერზე ჯერ–ჯერობით ესეც რთული სათქმელია.
ელექტრონული Mercedes-Benz G-Class–ის გარეგნობა სიურპრიზი ნამდვილად არ აღმოჩნდა, პროტოტიპის გამოსახულება ქსელში ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელეს. ჩვეულებრივი G-Class–ისგან ელექტროქარი რადიატორის ბადით, განათებებით და სახურავზე განთავსებული საბარგულით განსხვავდება. გარდა ამისა, პროტოტიპმა განსხვავებული 22 დიუმიანი საბურავის დისკებიც მიიღო.
ტექნიკური შიგთავსის შესახებ ინფორმაცია არც თუ ისე ბევრია. EQG 4 ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ძრავები საბურავებთანაა განთავსებული და მათი სიმძლავრე ჯერ–ჯერობით საიდუმლოდ რჩება.
რაც შეეხება ელემენტს, ის სავარაუდოდ 90 ან 107,8 კილოვატ–საათიანი იქნება და ერთი დამუხტვით მინიმუმ 770 კილომეტრის გავლას შეძლებს.