ბოლო პერიოდში, 52 წლის მერაია ქერი რომ შეცვლილია და საგრძნობლადაა წონაში მომატებული, ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით, თუმცა, ეს მისი „შობის დედოფლის“ სტატუსზე ბუნებრივია არ მოქმედებს. უკვე 27 წელია მისი საშობაო ჰიტი, All I Want for Christmas Is You ყოველ წელს აქტუალურია და მსოფლიო ჩარტების სათავეს არ თმობს.
მერაია ქერის All I Want for Christmas Is You კვლავ ჩარტების ლიდერი გახდა
მერაიას პირადი ცხოვრებაც საკმაოდ წარმატებულია, ის 38 წლის ბრაიან ტანაკას ხვდება. ახლახან, წყვილი საყიდლების დროს გადაიღეს, აღსანიშნავია, რომ ტანაკა გულისსწორს გვერდიდან არ შორდებოდა. თვალსაჩინოა წყვილის ასაკობრივი სხვაობაც, ფოტოების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.
„მერაიას პატარა ბიჭი“, „არ უხდებიან ერთმანეთს“, „ ხელი აიღე ბებოსგან“, „შეუსაბამო წყვილია“, – წერენ კომენტარებში.