LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: McLaren Elva–ს ტირაჟი ისევ შეამცირეს, მიზეზი – კორონავირუსია

141
mclarenelva

კომპანია McLaren–მა გადაწყვიტა რომ სპიდტსერი Elva–ს ტირაჟი კიდევ უფრო შეამციროს. კორონავირუსის პანდემიის გამო ბრენდს ბევრი პრობლემა შეექმნა.

Elva–ს პრეზენტაციის დროს, 2019 წლის ნოემბერში McLaren ირწმუნებოდა, რომ მოდელის 399 ეგზემპლარს გამოუშვებდა. თუმცა, მარტში ცნობილი გახდა რომ ტირაჟი 249 ერთეულამდე უნდა შემცირებულიყო. მაშინ მწარმოებლის ასეთი გადაწყვეტილება ეკოლოგიური ნორმების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების შემცირების სურვილით ახსნეს.

რამდენიმე დღის წინ კი McLaren–მა განაცხადა რომ „ელვას“ ტირაჟი კიდევ 100 ერთეულით შემცირდება, ანუ ბაზარზე მხოლოდ 149 მოდელი გამოვა.

აღსანიშნავია, რომ საკოლექციო ღირებულებით Elva მხოლოდ 1050 ცხენის ძალის ჰიბრიდ Speedtail–ს თუ უთმობს. ამ უკანასკნელის ტირაჟი 106 ერთეულს შეადგენს და წარმოების შემცირება ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები