LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Maserati-მ თავისი პირველი ჰიბრიდი გამოაჩინა

202
maserartinews

კომპანია Maserati-მ  თავისი პირველი ჰიბრიდი წარმოადგინა. სიახლეს Ghibli ეწოდება და ის ბენზინის „ტურბო-ოთხიანით“, ასევე 48 ვოლტიანი ელექტრონული კომპრესორითაა აღჭურვილი.

ახალი Maserati Ghibli Hydrid ე.წ. მსუბუქი ჰიბრიდების კლასს მიეკუთვნება. სედანის ტექნიკური შიგთავსი 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავის, 48 ვოლტიანი სტარტერ-გენერატორის და ელექტრონული e-Booster-ისგან შედგება. ელემენტის ელექტრონიკას კვებას ელემენტი, რომელიც საბარგულის ქვეშაა დამონტაჟებული.

სისტემა კომბინირებულად 330 ცხენის ძალას გამომოიმუშავებს, ანუ იმაზე ნაკლებს ვიდრე საბაზისო Ghibli, რომელიც 3,0 ლიტრის V6 ძრავითაა დაკომპელქტებული და 350 ცხენის ძალა აქვს. 0-დან პირველ 100 კმ-მდე გასახურებლად სედანს 5,7 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 255 კმ/სთ-ს შეადგენს.

ჰიბრიდის მთავარი მოვალეობა გარემოში მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა და ახალი სედანი Maserati-ს გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებულ უზარმაზარ ჯარიმებს აარიდებს თავიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები