LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მართლწესრიგის ოფიცრებმა ისანი-სამგორის რაიონში მუშაობა დაიწყეს

243
242134422-3911091482326155-7444516315914447960-n

მართლწესრიგის ოფიცრებმა ისანი-სამგორის რაიონში მუშაობა დაიწყეს.

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ისანი-სამგორის რაიონში მართლწესრიგის 95 ოფიცერი იმუშავებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე, თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ. ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით სულ 275 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსთან, გურამ ნაცვლიშვილთან ერთად მიულოცა.

სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება
გაიარეს. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები