პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბავშვობისდროინდელ ფოტოს აქვეყნებს და იმ ვითარებაზე წერს, რომელშიც ცხოვრება უწევდა.
„მარცხნივ, ბერეტი რომ ახურავს, მე ვარ. ფული არ გვქონდა და მეორადი, ძლივს ნაშოვნი ქურთუკი და მამაჩემის ჯემპრი მაცვია. ეს შავი „ბათინკი“ კი, ასე 5 ზომით დიდი, ძლივს ვაყიდინე დედაჩემს ბაზრობაზე, ალბათ ერთი თვის საჭმლის ფული გამოვძალე. ტყავის სამაჯურების ასხმა მეკეთა ხელზე, ბებიაჩემის საძულველი. უფასოდ მგზავრობის პროფი ვიყავი, არ გვქონდა ტრანსპორტის ფული. ასე დავდიოდით საბურთალოზე, ეზოებში, უშუქობაში, ძალადობასა და უფულობაში და ჩვენი გვეგონა დედამიწა. ჩვენ ჩვენი ჯანყი დაგვქონდა თან და იმ ჯანყის სულისკვეთებამ გადაგვატანინა ყველანაირი უბედურება. ჰოდა, აი, ზუსტად, ამ სულისკვეთებას გაუმარჯოს“, – წერს ანა დოლიძე.