ლოს-ანჯელესის ავტო შოუ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული არც მანამდე ყოფილა, ეპიდემიის გამო კიდევ უფრო მეტად დაზარალდა. ღონისძიების ჩატარების თარიღი ორჯერ გადაიტანეს, შედეგად ბევრმა ავტომწარმოებელმა მონაწილეობის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადა.
ასეთ ვითარებაში მთელი ყურადღება ელექტრომობილების სტარტაპებმა მოიხვეჭეს. მონაწილეთა შორის არიან საკმაოდ საეჭვო საწარმოები, ზედმეტად ამბიციური კომპანიებიც. ყველაზე გამორჩეულები იყვნენ კორეელები Hyundai-Kia-დან. ამ უკანასკნელებმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ აჩვენეს.
ლოს-ანჯელესის ავტო შოუს სიახლეებისთვის თვალის გადავლება ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.