LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლომისის მთაზე 110 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, ისინი მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ

162
Untitled design (1)

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის მთაზე მეხანძრე-მაშველები მორიგეობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მომლოცველებს უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარებიან:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.

ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.