LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლიკა ევგენიძემ ულამაზესი ქალიშვილი გამოაჩინა

810
nino

ტელესახე ლიკა ევგენიძე თავადაც ულამაზესი დინასტიის წარმომადგენელია. ის მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია და სილამაზე, შეიძლება ითქვას, გენეტიკურად აქვს გადაცემული. ახლახან ლიკამ და მისმა უფროსმა ქალიშვილმა ერთ ფოტოსესიაში გაიბრწყინეს. ფოტოსესია თიკო ჭიღლაძეს ეკუთვნის. დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ჩვენი ყურადღება ანა-სოფია ალასანიას განსაკუთრებულმა გარეგნობამ მიიქცია – გოგონას სილამაზე მართლაც აღმაფრთოვანებელია.

შეგახსენებთ, რომ ლიკა ევგენიძეს პირველ ქორწინებაში ჰყავს ორი შვილი, გოგონა და ბიჭი. ის დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას მეუღლე გახლდათ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილი განქორწინდა, ლიკა სამშობლოში დაბრუნდა, „პირველ არხზე“ დაიწყო მუშაობა და თავის რჩეულს შეხვდა, მუსიკოს ნიკა კოჩაროვს. წყვილი დიდი ხანია, ერთად ცხოვრობს კერძო სახლში, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. ნიკა კოჩაროვსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები