„ლელოს“ ლიდერები კიევში კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ.
ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრაზე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია იმყოფებოდნენ.
„საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც დღის წესრიგშია. ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კიევი დგას. „ლელოს“ ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ლელოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ უსურვეს კიევს და მთლიანად უკრაინელ ხალხ გამარჯვება, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია 24 თებერვალს დაესწრებიან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ “რადას” საგანგებოს სხდომას. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.