ლელა წურწუმიას აქტიური და დატვირთული სეზონი აქვს. მომღერალი ბათუმში იმყოფება და კონცერტებს მართავს.
საკურორტო ქალაქში მუშაობასთან ერთად, წურწუმია დასვენებას და ზღვის სანაპიროზე გარუჯვასაც ახერხებს. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. ამას ბოლოს დადებული სთორიც მოწმობს, სადაც წურწუმია წითელ საცურაო კოსტიუმშია.