გასულ თვეს, ლეგენდარულმა ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა AC/DC ახალი კომპოზიცია Shot In The Dark გაავრცელა, რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება. გასულ კვირას ვიდეოც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკოსების პირველი კლიპია, ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ. ცნობისთვის, 4 წლის წინ არტისტმა სმენა დაკარგა და იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.
ახლა კი ავსტრალიურმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანია DC Shoes-თან თანამშრომლობით ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის შეძენა 7 ნოემბრიდან ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. ნივთების ფასი 25-დან 75 დოლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, ბენდსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა AC/DC-ის მომავალი ალბომის, Power Up გამოსვლასთან დაკავშირებით შედგა. ჯგუფი 13 ნოემბერს, რიგით მეჩვიდმეტე ალბომს გამოუშვებს. სტუდიურ ჩანაწერში 18 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.