ლედი გაგა რომ მსოფლიოს ყველაზე ეპატაჟური ვარსკვლავია, უკვე ვიცით. თუმცა, მისი ყოველი ახალი გამოჩენა, ახალი თავსატეხია მედიისთვის. ამჯერად გაგამ ერთი ჩვეულებრივი დღე სენსაციად აქცია. ,,ოსკაროსანი” და ,,გრემის” არაერთგზის გამარჯვებული ვარსკვლავი ლას-ვეგასში კერძო თვითმფრინავით მგზავრობისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მუსიკოსს ფოტოზე 100 დოლარიანი კუპიურებისგან აკინძული შარფი უკეთია და ის „მაგდა ბუტრემის“ კოპლებიან კაბაზე აქვს შემოხვეული. ეს ყველაფერი არ არის, გაგას „ვალენტინოს“ სათვალე უკეთია და „ჰერმესის“ იასამნისფერი ჩანთა უჭირავს, რომლის ღირებულებაც 23 ათასი დოლარია.
7 ეკრანული წყვილი, რომელთა ერთად ხილვაც ფანებს რეალურ ცხოვრებაში სურთ