რამდენიმე კვირაა იტალიაში, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ რიდლი სკოტი კრიმინალურ დრამას იღებს. ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარ როლებს 35 პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა და 37 წლის მსახიობი ადამ დრაივერი ასრულებენ. როგორც ჩანს გადაღებები დასასრულს უახლოვდება.
„რთულია მსახიობობა“ – ლედი გაგა „გუჩის სახლის“ გადაღებებზე, დუბლებს შორის კბილებს იხეხავს
„შავი ქვრივის“, პატრისია რეჯიანის როლის შემსრულებელი ლედი გაგა დასკვნითი სცენების გადასაღებად რომის ქუჩებში გრანდიოზული საქორწინო კაბით გამოჩნდა. კაბა მთლიანად მაქმანებითაა გაფორმებული. ლედი გაგა შეუდარებლად გამოიყურება.
ცნობისთვის, ფილმში ასევე ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოს, რობერტ დე ნიროს და ჯერემი აირონსს ვიხილავთ.