ლედი გაგა ამჯერად ჯიმი კიმელის შოუს სტუმარი გახდა. 35 წლის მუსიკოსი პაპარაცებმა სწორედ შოუს დაწყების წინ გადაიღეს. ის ბრწყინავდა მორიგ ორიგინალურ ანსამბლში. ლედი გაგას „კრისტიან სირიანოს“ ულამაზესი მინი კაბა ეცვა, რომელსაც ჰაეროვანი და გამჭვირვალე მკლავები ამშვენებდა.
ფოტო: ლედი გაგას 100 დოლარიანებით შექმნილი შარფი ინტერნეტს იპყრობს
ანსამბლს გაგამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მინიმალისტური მაკიაჟი შეუხამა. გრძელ თმებსა და სათვალეებში მუსიკოსი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.
ლედი გაგას ოცნება – 60-იან წლებში დაბადება და ჯონ ლენონის გულის მონადირება