LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კვარაცხელიას გამო… ლამბორგინი ახალ მოდელს უშვებს

524
lamborghini-napoli

Garage Italia ქმნის Lamborghini Aventador SVJ-ს, რომელიც შთაგონებულია „ნაპოლის“ მაისურით და ხვიჩა კვარაცხელიათი, – ამ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„ნაპოლი“ სეზონის დასაწყისში უდავოდ დიდი სიურპრიზი იყო, ის იტალიასა და ევროპაში შედეგიანობით დომინირებს. მაგრამ ნეაპოლიტანურმა გუნდმა ასევე მიიპყრო ყურადღება უთვალავი არასტანდარტული ფორმის ნაკრებით, რომელსაც რამდენიმე წელია გვთავაზობს – მათი დიზაინი და ფერები ყოველთვის მოდურია.

ფეხბურთის მაისური მანქანის ექსტერიერის ტოლფასია, „ნაპოლი“ კი არის ყველაზე კრეატიული გუნდი საფეხბურთო სცენაზე და უბრალოდ შთაგვაგონებდა, რომ ახალი მოდელი გამოგვეშვა. აქ არის Lamborghini Aventador SVJ ლურჯი ჰელოუინის ვერსიაში, რომელიც ეძღვნება მოთამაშეს, რომელიც მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა“, – წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

ამის შესახებ წერილი იტალიურმა ინტერნეტ-პორტალმა napolipiu-მ გამოაქვეყნა.

„დღეს ნებისმიერ კომპანიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური მარკეტინგის არსებობას. Garage Italia-მ, რომელიც არის დიზაინისა და ავტომობილების კომპანია, მიიღო შთაგონება „ნაპოლის“ ჰელოუინის მაისურიდან, რათა შეექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის, ლეგენდარული „ლამბორგინის“ მოდელი.

„ლამბორგინის“ ახალი მოდელი, რომელიც შთაგონებულია „ნაპოლის“ მაისურით და კვარაცხელიასადმი პატივისცემით, გარდა იმისა, რომ ლამაზია, ასევე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ იტალიური კლუბის მარკეტინგის ევოლუცია. თემა, რომელზეც ყველა საუბრობს, არის ახალი პარტნიორობა და თანამშრომლობა, რასაც კომპანიის შემოსავლის გაზრდა შეუძლია“, – ვკითხულობთ napolipiu-ს გამოქვეყნებულ წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები