აი უკვე რამდენიმე თვეა, პოპ-ვარსკვლავი, კრისტინა აგილერა პანდემიის პერიოდს შეყვარებულთან, მეთიუ რატლერთან და ორ შვილთან ერთად, ლოს-ანჯელესის სახლში ატარებს. თუმცა, ახლახანს 39 წლის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ მომღერალი დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად ბუნებაში, „ბორბლებიან სახლში“ ატარებს.
„ცოტა ხნით ბუნებაში გავიპარეთ“, – ასე დაასათაურა აგილერამ ფოტო, რომელზეც 12 წლის ვაჟათან ერთად, ტრაილერში პოზირებს.
შეგახსენებთ, კრისტინას პირველი ქორწინებიდან 12 წლის ვაჟი ჰყავს, ხოლო მეთიუ რატლერთან გოგონას ზრდის.