მაშ შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში პანდემია გამოჩნდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა შეგვეზღუდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა შიდა ტურიზმი. მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად ინტერესდება საკუთარი ქვეყნის რეგიონებით და იქ არსებული ღირსშესანიშნაობებით. ამის ფონზე, პოპულარული და ცნობილი გახდა კიდევ უფრო მეტი განთავსების ობიექტი, სადაც ხალხი განტვირთვის მიზნით ჩერდება.
ამჯერად, კოტეჯ „ბრილს“ წარმოგიდგენთ, რომელიც მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელ ღებში მდებარეობს. კოტეჯს გარს აკრავს მთების ულამაზესი ხედები და 5-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ კომფორტისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ნივთი. კოტეჯს აქვს ლამაზი გამწვანებული ეზოც, სადაც სიმშვიდეში დასვენებას შეძლებთ.
კოტეჯ „ბრილის“ შესახებ მომხმარებელს ინფორმაციას ვებგვერდი Pompok.com აწვდის. ცნობისთვის, Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.