LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კომპლექტი, რომელიც Brabus-ის ყველგანმავლის, კატერის და ლიმიტირებული საათისგან შედგება 1,4 მილიონ ევროდ შეაფასეს

124
brabus

Brabus-მა გასაყიდად ყველგანმავლის, კატერის და საათისგან შემდგარი კომპლექტი გამოიტანა, ფასი 1,4 მილიონი ევროა. ნაკრებში მოხვდა ყველგანმავალი Вrabus 800 4×4² Stealth Green, რომელიც Mercedes-AMG G 63 4×4²-ის ბაზაზეა აგებული, 12 მეტრის სიგრძის კატერი Brabus Shadow 900 და ავტომატური მექანიზმის მქონე საათი Panerai Submersible S Brabus Verde Militare Edition.

უნიკალური ყველგანმავალი მწვანე ფერშია შესრულებული და ყველა ინოვაციური პაკეტითაა აღჭურვილი. კაპოტის ქვეშ ბიტურბო 4.0, 800 ცხენის ძალამდე ფორსირებული აგრეგატია მოთავსებული.

ავტომობილის ფასი 855 ათასი ევროა, თუმცა თანხის 1,4 მილიონამდე გაზრდით ეპატაჟურ ყველგანმავალს უნიკალური კატერი და ძვირადღირებული საათიც მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები