LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კირა ნაითლი „შანელის“ 21 ათას დოლარიან კაბაში „ჰარპერ ბაზარის“ გარეკანზე

297
escaper45

მსახიობი კირა ნაითლი „ჰარპერ ბაზარის“ ახალი ნომრის გმირია. ბრიტანელი მსახიობი ჟურნალის გარეკანზე ბრწყინავს „შანელის“ ულამაზეს კაბაში. ეს გახლავთ თეთრი მაქმანიანი ზედა, ულამაზესი ბისერებით მორთული ქამარი და გრძელი ქვედაბოლო. სხვათა შორის „შანელზე“ კირამ ინტერვიუს მანძილზე ბევრი ისაუბრა. ის ამბობს, რომ პანდემიის დროს, სახლში გამოკეტილი ყოველდღე „შანელის“ სამოსს ირგებდა, რომ სულიერად არ დაცემულიყო. მან ინტერვიუს დროს იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ლოქდაუნის დროს გამოიარა.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „შანელის“ კიდევ ერთი კაბა, რომელიც მარგალიტის თვლებითაა გაფორმებული. 36 წლის მსახიობის მიერ წარმოდგენილი ამ კონკრეტული კაბის ფასი 21 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები